ერდოღანი - მიგრანტებს ევროპისკენ კარი გავუხსენით და აღარც დავხურავთ, იმიტომ, რომ ევროკავშირმა პირობები უნდა შეასრულოს!

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთმა მიგრანტებს ევროპისკენ საზღვრები გაუხსნა.

„კარი გავხსენით და აღარც დავხურავთ! რატომ? იმიტომ, რომ ევროკავშირმა თავისი პირობები უნდა შეასრულოს“, - აღნიშნა ერდოღანმა.

მისივე თქმით, ქვეყანა იმ მდგომარეობაში არაა, რომ მიგრანტთა ახალ ტალღებს გაუმკლავდეს.

შეგახსენებთ, თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, იდლიბში ვითარების დაძაბვის შემდეგ, ანკარა სირიელ ლტოლვილებს ევროპისკენ გადაადგილების საშუალებას მისცემს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო