თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსით ინფიცირებულთაგან ერთ-ერთს ტემპერატურის მცირე მატება აღენიშნება, ხოლო ორს კლინიკური სიმპტომები არ აქვს

კორონავირუსით ინფიცირებულთაგან ერთ-ერთს ტემპერატურის მცირე მატება აღენიშნება, ხოლო ორს კლინიკური სიმპტომები არ აქვს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა. მისი ინფორმაციით, სამივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გარდა ამისა, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ირანიდან ჩამოსული ყველა ადამიანი განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ მოექცევა.

„გუშინ აღებული მასალის გამოკვლევებით დადასტურდა კორონავირუსით ინფექციის მესამე შემთხვევა. ეს არის საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც იმოგზაურა ირანში, ქალაქ ყუმში. ეს შემთხვევა პირველი შემთხვევის ანალოგიურია. ეს უკვე სერიოზული კერაა და იქიდან ჩამოსული ყველა ადამიანი იქნება განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ.

სამივე ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალგაზრდა ქალს აღენიშნება ტემპერატურის მცირე მატება 37.1, ხოლო მამაკაცებს, ანუ პირველ და მესამე შემთხვევებს - არანაირი კლინიკური სიმპტომები, მათ შორის არც ტემპერატურის მატება არ აღენიშნებათ. ამის მიუხედავად, ისინი ძალიან მჭიდრო კლინიკური მონიტორინგის და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ახალი კორონავირუსით ინფექციას აქვს ერთი ვერაგი თვისება, რითაც ის განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციებისგან - ეს დაავადება ხშირად მიმდინარეობს მსუბუქად ან უსიმპტომოდ, შეიძლება დაიწყოს უსიმპტომოდ და შემდეგ დამძიმდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინიფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს