თბილისის საკრებულოს ინიციატივით, კონფერენცია "სამშენებლო სამართალი და სიცოცხლისთვის უსაფრთხო მშენებლობის უზრუნველყოფა" გაიხსნა

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის ინიციატივით და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით, კონფერენცია სახელწოდებით ,,სამშენებლო სამართალი და სიცოცხლისთვის უსაფრთხო მშენებლობის უზრუნველყოფა" გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეები სამშენებლო სამართლის ნორმებისა და სწორი ქალაქგეგმარების შესახებ იმსჯელებენ. კონფერენცია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა გახსნეს. გიორგი ტყემალაძემ მსგავსი ტიპის შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრა საკმაოდ საინტერესო ფორმატით მიმდინარეობს. ორი დღის განმავლობაში ჩვენ არამხოლოდ თეორიულ ნაწილს განვიხილავთ, არამედ პრაქტიკულ საკითხებსაც შევეხებით. შრომითი უსაფრთხოება და ქალაქმშენებლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევებია და ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. ვფიქრობ, მსგავსი ტიპის შეხვედრები ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს და ქალაქის სწორ განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის ლევან ჟორჟოლიანის თქმით კი, ქალაქში მიმდინარე მშენებლობებზე შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც კომპანიებისთვის, ასევე დასაქმებულებისთვის.

,,დღეს სამშენებლო სამართლის მიმართულებით, უპრეცედენტო კონფერენცია გაიხსნა. სამშენებლო სამართალი არის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი, რომელშიც ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილია დასაქმებული. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც სწორი ქალაქგეგმარება, ასევე, უსაფრთხო მშენებლობები“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობას დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების, სასამართლოს, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ბიზნესისა და პროფკავშირების წარმომადგენლები იღებდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს