პარლამენტის რეგლამენტში შესაძლოა, ცვლილება განხორციელდეს, რომლითაც საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში ანტიკორუფციული დროებითი კომისიის შექმნა გახდება შესაძლებელი

პარლამენტის რეგლამენტში შესაძლოა, ცვლილება განხორციელდეს, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში ანტიკორუფციული დროებითი კომისიის შექმნა გახდება შესაძლებელი. შესაბამისი კანონის პროექტი ბიუროს 2 მარტის სხდომაზე წარედგინება.

პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, სხვა დროებითი კომისიისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის გარდა, შესაძლებელი იქნება, პარლამენტში შეიქმნას ანტიკორუფციული დროებითი კომისია.

პროექტის მიხედვით, ანტიკორუფციული დროებითი კომისიის თავმჯდომარე ვერ გახდება უმრავლესობის წევრი.

როგორც საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ანტიკორუფციული დროებითი კომისია უზრუნველყოფს:

კორუფციასთან ბრძოლის სფეროში საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას;

საქართველოს პარლამენტის კოორდინირებულ თანამშრომლობას საერთაშორისო დონეზე მოქმედ პარტნიორ ორგანიზაციებთან და ანტიკორუფციულ ინიციატივებთან;

ერთიანი ეროვნული ანტიკორუფციული კონცეფციის შემუშავებას, რომლის საფუძველზეც უნდა განახლდეს ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმები;

კანონის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის პრაქტიკულ განხორციელებას კორუფციასთან მიმართებაში, მათ შორის საპარლამენტო კონტროლს სისტემური კორუფციის შესაძლო შემთხვევებზე ინსტიტუციური რეაგირებისათვის და მეტ კონტროლს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მაღალჩინოსნების საქმიანობაზე.

ანტიკორუფციული დროებითი კომისია განიხილავს პარლამენტთან ანგარიშვალდებული დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის საკითხს.

რეგლამენტში ცვლილების შეტანის ინიციატორი ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატებია“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო