„ლელო საქართველოსთვის“ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ სოლიდარობას უცხადებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ბრძოლის არაერთი ტალღის შემდეგ, ,,ქართულმა ოცნებამ" ბრძოლა გამოუცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელსაც.

„პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ სოლიდარობას ვუცხადებთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს, რომლებიც ზეწოლის და დევნის პირობებში აგრძელებენ ბრძოლას, რათა შეინარჩუნონ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა და პროფესიული ღირსება.

ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ბრძოლის არაერთი ტალღის შემდეგ, ,,ქართულმა ოცნებამ" ბრძოლა გამოუცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელსაც. 2019 წლის მიწურულს აჭარის უმაღლესმა საბჭომ მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობა „ქართული ოცნებისთვის“ სანდო წევრებით დააკომპლექტა; ხოლო მათ მიერ არჩეულმა დირექტორმა დაიწყო რეპრესიული პოლიტიკის გატარება დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის წინააღმდეგ. თანამშრომლების ნაწილი სრულიად დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს, ნაწილი კი - თავად ტოვებს მაუწყებელს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ჟურნალისტების მიერ ღიად გაკეთებული განცხადება, რომ ტელევიზიაში პროცესებს მართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. „ლელო საქართველოსთვის“ მხარდაჭერას ვუცხადებთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდს. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ შევქმნათ სახელმწიფო, სადაც სიტყვის თავისუფლება და მედიის დამოუკიდებლობა გარანტირებული და დაცულია, რადგან ამის გარეშე ვერ მივაღწევთ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ეკონომიკურ წინსვლას და მოქალაქეთა კეთილდღეობას”, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო