თბილისის საკრებულოში ახალი პროექტის „საავტორო საათი“ პრეზენტაცია გაიმართა

"გაუზიარე წარმატება" - ამ ლაიტმოტივით, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, ახალი პროექტი „საავტორო საათი“ იწყება.

პროექტის ფარგლებში ხელოვნების, ლიტერატურისა და მეცნიერების სფეროს წარმატებული წარმომადგენლები თბილისის სასწავლო დაწესებულებებში შეხვედრებს გამართავენ და მოსწავლეებს საკუთარ პროფესიულ მიღწევებსა და პირად გამოცდილებას გაუზიარებენ, გაიმართება მასტერკლასები და დისკუსიებიც.

პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე ინიციატივის ავტორმა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ თაობაზე ზრუნვა დიდი პასუხისმგებლობაა.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოქმედი და ინოვატორი საზოგადოების ერთი მიზნის გარშემო გაერთიანება - ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ მომავალ თაობაზე, შევუქმნათ შესაძლებლობები და წარმატების თანაზიარი გავხადოთ", - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები - თამარ ქიტიაშვილი და ნუნუ მიცკევიჩი, ასევე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრეზიდენტი ზვიად გაბისონია, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, კინო-პროდიუსერი და მსახიობი ედმონდ მინაშვილი, სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი, საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე და ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური.

პროექტის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ვირსალაძის სახელობის თბილისის ხელოვნების სკოლის მოსწავლის, 13 წლის ნინო ჩხეტიანის ფერწერული ნამუშევრები, ხოლო საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ალიოზ მიზანდარის სახელობის თბილისის ხელოვნების სკოლის „ბიჭუნათა კაპელა“ და ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის მე-19 ხელოვნების სკოლის გოგონათა სასულე ორკესტრი.

„საავტორო საათი“ - თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის, თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორის სამინისტროს ერთობლივი პროექტია.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა