„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ ორგანიზებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, მედიცინისა და  მედიის წარმომადგენლებს შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სასტუმრო „ბილტმორში", „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ ორგანიზებით, მედიცინისა და მედიის წარმომადგენლებს შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოში კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია, უსაფრთხოების წესების დაცვა და სწორი ინფორმაციის გავრცელება.

სპეციალისტების თქმით, საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევები პანიკის საფუძველს არ იძლევა. ჟურნალისტებს სპეციალური ბუკლეტები დაურიგდათ,სადაც ახალ კორონავირუსთან მიმართებით სოციალურ სტიგმაზეა საუბარი. მათ შორის:

„ეპიდაფეთქების დროს საზოგადოება შეიძლება მოიცვას დაბნეულობამ, შფოთვამ და შიშმა. ეს კი ხელს უწყობს მავნე სტერეოტიპისა და რასიზმის გავრცელებას. ქსენოფობიურმა დამოკიდებულებებმა შეიძლება შეამციროს სოციალური შემჭიდროებულობა და გამოიწვიოს სტიგმატიზებული ჯგუფების სოციალური იზოლაცია. ამან კი შესაძლოა, ხელი შეუწყოს ვირუსის უფრო სწრაფად გავრცელებას, რადგან სტიგმა ადამიანს ხელს უშლის ჯანსაღი ქცევის ჩამოყალიბებაში და აიძულებს მას დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად დამალოს დაავადება, თავი შეიკავოს სამედიცინო დაწესებულებაში დახმარებისთვის მიმართვისაგან. შედეგად ვიღებთ ჯანმრთელობის მეტად მწვავე პრობლემას“, - აღნიშნულია ბუკლეტში.

აქედან გამომდინარე, სპეციალისტების განმარტებით, ახალ კორონავირუსთან (COVID-19) მიმართებით აუცილებელია გავრცელდეს ფაქტები და ზუსტი ინფორმაცია; „არ ახსენოთ დაავადებების აღმოცენების ადგილი, რადგან ეს არ არის „ვუჰანის ვირუსი“, „ჩინური ვირუსი“, „აზიური ვირუსი“ და .ა შ. ამასთან, არ მოიხსენოთ ადამიანები შემდეგი ტერმინებით: „COVID 19-ის შემთხვევა/ქეისი“, მსხვერპლი“ და ა.შ.“, - აღნიშნავენ სპეციალისტები.

ინფექციონისტის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის მაია ბუწაშვილის განცხადებით, მედია ძალიან აქტიურადაა ჩართული პროცესში ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით, თუმცა „ფეისბუქში" ვრცელდება ე.წ. ფეიკნიუსები. მისი თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები, სადაც ჩანს ჩინეთში ადამიანები ქუჩებში როგორ ვარდებიან და იღუპებიან, დადასტურდა, რომ ეს კადრები სიმართლეს არ ასახავს.

როგორც მაია ბუწაშვილმა აღნიშნა, გაჩნდა ტერმინი „სასიკვდილო ვირუსი", რაც საზოგადოებაში სტრესს იწვევს. მისი თქმით, ამ ტერმინის გამოყენება მისაღები არ არის, რადგან არ არის ახალი კორონავირუსი მომაკვდინებელი.

შეხვედრაზე ახალ კორონავირუსთან მიმართებით შესაბამის რეკომენდაციებზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა გელა მგელაძემ.

გელა მგელაძემ აღნიშნა, ამ ინფექციას დაბალი ინდივიდუალური რისკი გააჩნია, მაგრამ კონტაქტის მეშვეობით სწრაფად ვრცელდება. მას ახასიათებს კონტაქტურწვეთოვანი გადადება. მისი თქმით, ინფექცია გადაიდება საუბრის, დაცემინების ან დახველების დროს, წვეთი კი შესაძლოა, მოხვდეს თვალში, რადგან თვალი უხვად არის მომარაგებული სისხლძღვებით და ძალიან ადვილად შეიწოვება. ასეთივეა ცხვირის შემთხვევაშიც.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ვირუსი შეიძლება შეიჭრას ორგანიზმში დაზიანებული კანის ან პირდაპირი კონტაქტის მეშვეობით და ხილული ლორწოვანი გზის საშუალებით. ეს არის: თვალი, ცხვირის და პირის ლორწოვანი გარსები. დაინფიცირებული ადამიანი საუბრის, დახველების და დაცემინების დროს გამოყოფს წვეთებს, რომელიც ვირუსითაა ინფიცირებული. ამიტომ, დაინფიცირებულ პირთან ახლო კონტაქტი დაუშვებელია. ტელევიზიით გავრცელდა კადრები, როცა მოჰყავდათ პაციენტი, გვერდზე ეკიპირებული მედიკოსები მოჰყვებოდნენ, ჟურნალისტები მისულები იყვნენ და პირდაპირ ესაუბრებოდნენ. ეს ძალიან მაღალი რისკია იმიტომ, რომ წვეთები, რომელსაც დაინფიცირებული ადამიანი გამოჰყოფს, 1 მეტრზე ვრცელდება. ანუ 1 მეტრი მაღალი რისკის ზონაა", - განაცხადა გელა მგელაძემ.

გელა მგელაძის თქმით, საჭიროა, პირბადის, რესპირატორის, სპეციალური სათვალისა და ხელთათმანის სწორად გამოყენება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა