ორკვირიანი არდადეგები რეგიონების საბავშვო ბაღებშიც გამოცხადდება და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება

კორონავირუსთან დაკავშირებით, საპრევენციო ღონისძიების მიზნით, საქართველოს რეგიონებში, ყველა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, არდადეგები გამოცხადდება. ამ პერიოდის განმავლობაში, შენობებში, დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტიურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პროცესს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი გაუწევენ.

მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები მჭიდრო კოორდინაციაში რჩებიან ჯანდაცვის სამსახურებთან.

საბავშვო ბაღებთან ერთად, სადეზინფექციო სამუშაოები, ინტენსიურად გაგრძელდება სხვადასხვა პროფილის დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, იმისთვის, რომ დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებშიც, საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით