ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში საკარანტინო ზონა მოეწყობა

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საკარანტინო ზონისთვის ემზადება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განუცხადა, კლინიკას უკვე ცლიან, თუმცა კონკრეტულად როდის გადავლენ საკარანტინო ზონაზე, ეს ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.

მისივე განმარტებით, თუ ვითარება გაუარესდა, უმჯობესია მოზადებული შეხვდნენ. ლევან გოფოძის თქმით, ასეთ შემთხვევაში კლინიკაში მოთავსდებიან ის ადამიანები, ვინც ახალ კორონავირუსთან მიმართებით მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან. მისი თქმით, ასეთები არიან ადამიანები, რომლებმაც მაღალი რისკის მქონე ქვეყნაში იმოგზაურეს და შემდეგ დაბრუნდნენ, ან რომლებსაც ინფიცირებულ პირებთან კომუნიკაცია ჰქონდათ და ა.შ.

ამასთან, ლევან გოფოძის თქმით, დიაგნოზის დადგენის შემთხვევაში როგორ მოიქცევიან, ესეც გაიწერება.

„იმისათვის, რომ გამოცხადდეს საკარანტინო ზონა, კლინიკის მომზადება უკვე დავიწყეთ. ყველა პაციენტს, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს, თანდათან გადავიყვანთ სხვა კლინიკებში. ეს რესპუბლიკური საავადმყოფოსათვის ახალი არ არის, ჩვენ ხშირად გადაგვიყვანია პაციენტები სხვადასხვა ექსტრემალურ სიტუაციებში სხვა კლინიკებში. ასე რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღეს იმისათვის, რომ ეპიდზონა არ შეიქმნას და ინფექციის გავრცელების საფრთხე მინიმუმადე დავიდეს. ეს ვინმეს ახირება არ არის, ეს ძალიან სწორი ღინისძიება გახლავთ. ამიტომაც ჩვენ ვთვლით, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო, როგორც სახელმწიფო კლინიკა ამაში მონაწილეობას მიიღებს. პირველ ეტაპზე ჩვენ სულ 88 პაციენტს მივიღებთ. თუ როდის გადავალთ საკარანტინო ზონაზე, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, გააჩნია ეპიდსიტუაციას. თუ ბევრი პაციენტი იქნება მაშინ დავიწყებთ მიღებას. ამ ეტაპზე, ანუ დღეს და ხვალ პაციენტების მიღებას არ ვგეგმავთ“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

მისი განმარტებით, საავადმყოფოში ამ დროისთვის მოთავსებულ პაციენტებს სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანენ.

„სხვა პაციენტები, რომლებიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას გადიან, არიან ნაოპერაციები, წვანან რეანიმაციაში, პრევენციის თვალსაზრისით სხვა კლინიკაში გადაგვყავს. გადაყვანის პროცედურა დღეს დავიწყეთ და ხვალ დავასრულებთ. შემდეგ კი უკვე ახალი გამოწვევისთვის მოვემზადებით", - განაცხადა ლევან გოფოძემ.

იხილეთ ვიდეო: ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად გადაკეთდება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა