განათლების სამინისტრო კერძო სკოლებს აძლევს რეკომენდაციას, 2 მარტიდან 16 მარტამდე არდადეგები  გამოაცხადონ

განათლების სამინისტრო კერძო სკოლებს აძლევს რეკომენდაციას, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2 მარტიდან 16 მარტამდე არდადეგები გამოაცხადონ. ამის შესახებ განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, პროფილაქტიკის მიზნით, საჯარო სკოლებში დეზინფექციის ჩატარების გამო, მივიღეთ საგაზაფხულო არდადეგების გახანგრძლივების გადაწყვეტილება. არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 2 მარტს დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.

რაც შეეხება კერძო სკოლებს - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, მათაც ეძლევათ არდადეგების 2 მარტიდან 16 მარტამდე გამოცხადების რეკომენდაცია.

პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, ჩასატარებელი სადეზინფექციო სამუშაოების მიხედვით, ასევე თავად უნდა განსაზღვრონ სწავლის დროებით გადადების საჭიროება და ვადები“, - განაცხადა მინისტრმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს