საქართველოს პრეზიდენტი აშშ-სა და „თალიბანს“ შორის გაფორმებულ სამშვიდობო შეთანხმებას მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-სა და „თალიბანს“ შორის გაფორმებულ სამშვიდობო ხელშეკრულებას მიესალმება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„მივესალმები ავღანეთში სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერას. საქართველო, როგორც ავღანეთში მისიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დიდი კონტრიბუტორი, მიესალმება განგრძობითი მშვიდობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, დღეს, 18-ზე მეტ წლიანი კონფლიქტი შემდეგ, აშშ-მა და „თალიბანმა“ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელის მიხედვითაც მოკავშირეთა ჯარები ქვეყანას 14 თვის მანძილზე დატოვებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს