თსუ-მ სასწავლო პროცესის დაწყება 16 მარტამდე გადადო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესის დაწყება 16 მარტამდე გადადო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-ს პრესსამსახურში განუცხადეს, პრევენციის თვალსაზრისით, უნივერსისტეტის ყველა კორპუსში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე გადაწყდა, რომ პროფილაქტიკის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებისთვის, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. ამავე მიზეზით და ამავე პერიდოში, ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა საბავშვო ბაღებშიც

ამასთან, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტებს რეკომენდაცია ეძლევა, დეზინფექცია ჩაატარონ და თუ ეს მოითხოვს გაზაფხულის სემესტრის დაწყების გადავადებას, თავად განსაზღვრონ სწავლის დაწყების თარიღი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა