მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე, საბერძნეთის პოლიციამ 4 000-მდე მიგრანტის წინააღმდეგ, რომლებიც თურქეთის გავლით საბერძნეთში შესვლას ცდილობდნენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამართალდამცავებსა და მიგრანტებს შორის შეტაკება თურქეთის სასაზღვრო ქალაქ ედირნესთან ახლოს მოხდა. მიგრანტებმა, რომელთა უმეტესობა სირიელი ლტოლვილია, პოლიციას ქვები დაუშინეს, რასაც სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზით უპასუხეს. საბერძნეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების უკანონოდ შესვლის მცდელობა აღკვეთეს.

„მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის საზღვრების დასაცავად. ამას იდლიბთან საერთო არაფერი აქვს “, - განაცხადა საბერძნეთის მთავრობის პრესსპიკერმა სტელიოს პეტსასმა.

გამოცემა „დოიჩე ველეს“ კორესპონდენტის ინფორმაციით, „საზღვართან დგანან პატარა ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც გასათბობად ცეცხლს ანთებენ. ადამიანებს ბალახებზე სძინავთ, ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსია. აქ არიან ადამიანები ავღანეთიდან, ირანიდან, პაკისტანიდან, სირიიდან".

შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა სირიელ მიგრანტებს ევროპასთან საზღვარი გაუხსნა. „კარი გავხსენით და აღარც დავხურავთ! რატომ? იმიტომ, რომ ევროკავშირმა თავისი პირობები უნდა შეასრულოს“, - აღნიშნა ერდოღანმა. მისივე თქმით, ქვეყანა მიგრანტთა ახალ ტალღას ვეღარ გაუმკლავდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა