სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.

მისი ინფორმაციით, დაინფიცირებული 29 წლის ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე დღის წინ სომხეთში მეზობელი ირანიდან ჩავიდა.

„მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“ - წერს ფაშინიანი. პრემიერ-მინისტრის თქმით, მოხდება ყველა იმ პირის იზოლირება, რომელსაც ინფიცირებულთან შეხება ჰქონდა.

შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ სომხეთმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა და საჰაერო მიმოსვლა აკრძალა.

იხილეთ ვიდეო: სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა