სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ეკლესიები დახურეს

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ეკლესიები დროებით დაიხურა და მრევლისთვის ონლაინ ღვთისმსახურება ტარდება.

„როიტერსის“ ინფორმაციით, ქრისტიანულმა ეკლესიებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ჯანდაცვის სამსახურებმა სამხრეთ კორეელებს შაბათ-კვირის განმავლობაში რელიგიურ რიტუალებზე დასწრებისგან თავის შეკავებისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.

პირველად 236 წლიანი ისტორიის მანძილზე, სამხრეთ კორეის კათოლიკურმა ეკლესიამ ქვეყნის მასშტაბით 1 700 ლოკაციაზე წირვის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. დაგეგმილი რიტუალები გაუქმდა ბუდისტურ ტაძრებშიც.

ბოლო ერთი დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 376 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3 526-მდ გაიზარდა.

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა და გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ 17-ია.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა