დავით ზალკალიანი - საქართველო მიესალმება აშშ-სა და "თალიბანს" შორის ხელმოწერილ შეთანხმებას, როგორც ისტორიულ ნაბიჯს ავღანეთში მდგრადი მშვიდობის დამყარებისთვის

საქართველო მიესალმება აშშ-სა და "თალიბანს" შორის ხელმოწერილ შეთანხმებას, როგორც ისტორიულ ნაბიჯს ავღანეთში მდგრადი მშვიდობის დამყარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი "ტვიტერის" პირად გვერდზე წერს და 29 თებერვალს აშშ-სა და "თალიბანს" შორის გაფორმებულ შეთანხმებას ეხმაურება.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეთანხმების სრულად შესრულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

"მშვიდობა და სტაბილურობა ავღანეთში კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისთვის",- წერს ზალკალიანი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს