ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია

კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მათი ვირუსული დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს,- ამის შესახებ ექიმმა ინფექციონისტმა რევაზ მეჭურჭლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამჟამად 24 ადამიანია მოთავსებული, საკარანტინო ზონაში კი 21 პაციენტი გადაიყვანეს.

„თბილისის ბოქსირებულ განყოფილებაში გვყავს 24 პაციენტი. გუშინ დღისით გვყავდა 36 პაციენტი, აქედან 24-ის ანალიზი წაიღეს ლუგარის ლაბორატორიაში. 19-ზე გვქონდა უარყოფითი პასუხი. მოხდა მათი კარანტინში გადაყვანა. სულ 21 პაციენტი გადავიყვანეთ კარანტიში, ანუ, ამ 19-ს პლიუს ძველი მიღებული 2. დარჩენილი პაციენტებიდან რამდენიმე პასუხი არის, თუმცა ისინი საკარანტინო ზონაში გადაყვანას მაინც არ ექვემდებარებიან. მათ აქვთ სიმპტომები, უბრალოდ არ აქვთ ეს დაავადება, შეიძლება ჰქონდეთ სხვა დაავადება. ასეთი პაციენტები, სულ 5 პაციენტი სხვა განყოფილებაში გვყავს მოთავსებული. ამჟამად, ანალიზის პასუხებს ველოდებით 5-ს, გუშინდელ წაღებულს და დღეს კიდევ 9 წაიღეს“,- განაცხადა ექიმმა.

რაც შეეხება საკარანტინო ზონიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადმოყვანილ სამ პირს, ინფექციონისტის განმარტებით, მათი გადმოყვანა ტემპერატურული ცვლილების გამო მოხდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა