რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ საკარანტინე სივრცეში მოთავსებულ 13 პაციენტს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ აღენიშნება

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ ღამით ინფექციური საავადმყოფოდან 13 პაციენტია გადაიყვანეს, რომელთაგან ტემპერატურის მატება მხოლოდ 4 პაციენტს აღენიშნება. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ აღენიშნებათ.

„გუშინ ღამე კლინიკაში შემოყვანილ იქნა 13 პაციენტი, რომლებსაც არ აღენიშნებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი მკვეთრად გამოხატული სიმპტომები. ეს პაციენტები გადმოყვანილნი არიან დაკვირვების მიზნით, მათგან უმეტესობას არც ტემპერატურა, არც სხვა რაიმე სიმპტომი არ აღენიშნება, მაგრამ კარანტინის წესები მოითხოვს მაინც რომ იყვნენ იზოლირებულნი და დაკვირვების ქვეშ. ამას თავის წესები აქვს საკარანტინო, ამიტომ ეს პაციენტები შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში. ღამის განმავლობაში ყველა მათგანის მდგომარეობა იყო სტაბილური, მხოლოდ 13-დან 4 პაციენტს აღენიშნა ტემპერატურა 37 და 37.2 -ის ფარგლებში. სხვა გამოხატული სიმპტომები კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არ აქვთ. დღეს თითოეულ მათგანს ჩაუტარდება ინფექციონისტის კონსულტაცია, ქალბატონი მარინა ეზუგბაია მოვა ჩვენთან, ნახავს პაციენტებს და გადავწყვეტთ რამდენს გავუშვებთ სახლში და რამდენს დავტოვებთ დაკვირვების ქვეშ. საქმე იმაშია, რომ ეს პაციენტები რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ ინფექციურ საავადმყოფოში, უბრალოდ, რადგან იქ მოიმატა დასაკვირვებელ პაციენტთა რაოდენობამ ამიტომ ყველაზე მსუბუქი პაციენტების დაკვირვების მიზნით გადმოყვანილნი იქნენ ჩვენს კლინიკაში“,- განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

მისივე თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში საკარანტინო ზონის მოწყობასთან დაკავშირებით არანაირი რისკი არ არსებობს.

„კლინიკაში მთლიანად მიღებულია საკარანტინო ზომები. პერიმეტრი ჩაკეტილია, თქვენც კი გაგიჭირდათ გადმოსვლა დღეს ტერიტორიაზე. ჩვენ ამაში გვეხმარება, როგორც საპატრულო პოლიცია, ასევე დაცვის სპეციალური სამსახური და ჩვენი საკუთარი დაცვის სამსახური. საკარანტინო ზონები გამოყოფილია და მთლიანად იზოლირებულია ერთმანეთისგან, რასაც მოითხოვს კარანტინის ზომები, სწორედ ამიტომ მოხერხდა გუშინ ამ პაციენტების გადმოყვანა, მე ვთვლი, რომ უკეთეს პირობებში, რადგან იქ ძალიან გადატვირთული იყო ინფექციური საავადმყოფო.

აქ საკარანტინო ზონის მოწყობასთან დაკავშირებით რისკები არ არსებობს, თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რა მექანიზმით ვრცელდება კორონავირუსი, ეს არის მხოლოდ წვეთოვანი გზა გადაცემის. საკმარისია 1 მეტრზე მეტი დისტანცია ადამიანთან და უკვე გადაცემა არ ხდება მისი. ბუნებრივია, ამ ხალხის იზოლირება ქალაქგარეთ არ არის საჭირო. მედპერსონალსაც კი არ ევალება სპეციალური დამცავი საშუალებების ჩაცმა. ერთადერთი როცა ტირაჟირება ხდება პაციენტების, ანუ როცა შემოდიან, ის ვინც ამ გამოკითხვას ატარებს, მას აცვია სპეციალური დამცავი საშუალებები. დანარჩენი მედპერსონალი ერთჯერადი ხალათებით, ნიღბებით არიან და რა თქმა უნდა, ხელთათმანებით“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

იხილეთ ვიდეო: რესპუბლიკურ საავადმყოფოს საკარანტინე სივრცეში 13 პაციენტია მოთავსებული

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო