ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისებისთვის დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

მათი ცნობით, მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა ვ.ბ.-ს აღკვეთის სახედ გირაო 5 000 ლარის ოდენობით, ზ.დ-ს კი - პატიმრობა შეუფარდა.

„საქმე ეხება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში ყალბი რეგისტრაციით, სახელმწიფო მიწის ნაკვეთების უკანონოდ დაუფლების ფაქტს.

დაკავებულ ზ.დ-სა და ვ.ბ-ს წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ეს აღნიშნულ დანაშაულზე დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. საგამოძიებო სტრუქტურებმა 2019 წლის ნოემბერში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის ტერიტორიაზე, მოტყუებით, ყალბი რეგისტრაციით, სახელმწიფო მიწის ნაკვეთების უკანონოდ დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში შვიდი პირი მისცეს.

გამოძიებას ორი სტრუქტურა - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო