ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარესა და ბორჯომის მერს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.

„ლევან ლიპარტიას ბრალი სსკ-ის 338-მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტითია და სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წარედგინა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი გოგიჩაიშვილის- სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, ხოლო მათთან ერთად დაკავებულ მოქალაქე გიორგი ულუმბელაშვილს - სსკ-ის 376-ე მუხლის მესამე ნაწილით,“- აცხადებენ პროკურატურაში.

ამასთან, ბორჯომის მერის ლევან ლიპარტიას ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, წარდგენილ ბრალდებაში ლევან ლიპარტია თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„სამართლებრივ ბრძოლას ვაპირებთ. გამოძიება მას, თუ არ ვცდები, 8 თვის წინანდელ ფაქტობრივ გარემოებას ედავება. ჩვენ მასალებს გავეცნობით და ამის შემდეგ ჩვენს პოზიციას საზოგადოების, სასამართლოს წინაშე დავაფიქსირებთ“, - განუცხადა გაგი მოსიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს 15:00 საათზე იმსჯელებს.

შეგახსენებთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია ქრთამის აღების ფაქტზე, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გ.უ. დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა