,,ლელო საქართველოსთვის’’ ლიდერები და აქტივისტები მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას ხვდებიან

პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ლიდერები და აქტივისტები მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას ხვდებიან, ისინი აქცია - მსვლელობას მართავენ, რომელიც მთელი მთაწმინდის ოლქის მასშტაბით გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ლელო საქართველოსთვის“ პარტიიდან აცნობეს, ლიდერებმა შეხვედრა ვერაზე დაიწყეს, დაარიგეს საინფორმაციო ფლაერები, მოისმინეს ადგილობრივების პრობლემები და ვერის, მთაწმინდის და სოლოლაკის მცხოვრებლებს პარტიის სამომავლო გეგმები გააცნეს.

,,ჩვენ მოვივლით მთელს ოლქს, დაველაპარაკებით მათ იმაზე, თუ რა ტიპის პოლიტიკის ნახვა სურთ, როგორ ვიყოთ უფრო კარგი და პასუხისმგებლიანი პარტია, როგორ გავამართლოთ მათი იმედები და ძალიან დიდი იმედით და სიხარულით ველით ყველას ჩვენს მთაწმინდის ოფისში. არა მარტო დღეს არამედ მთელი წლის და წლების განმავლობაში იმისთვის, რომ ვისაუბროთ მნიშვნელოვან საერთო საკითხებზე და განვითარებაზე რაც ყველაზე მთავარია. გელით ყველას’’ , - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს