მეუფე ნიკოლოზი - ხატებს ვინც ემთხვევა, იმას რომ ეს აუკრძალო, მისთვის ბევრად უფრო მძიმე ზიანი იქნება, ვიდრე კორონავირუსი

ხატებს ვინც ემთხვევა, იმას რომ ეს აუკრძალო, მისთვის ეს ბევრად უფრო მძიმე ზიანი იქნება, ვიდრე კორონავირუსი,- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეკლესია არავის ავალდებულებს, რომ ხატებს ემთხვიონ, თუმცა რეკომენდაციას, რომ ეს არ გააკეთონ, ვერ გასცემს.

„ხატებს ვინც ემთხვევა, იმას რომ ეს აუკრძალო, მისთვის ეს ბევრად უფრო მძიმე ზიანი იქნება მისი სულიერი ცხოვრებისთვის, ვიდრე კორონავირუსი. მე მაგალითად, რომ ვიცოდე, რომ ხატს თუ ვემთხვევი, გადამედება, მაინც აუცილებლად ვემთხვევი, რადგან ხატია, მადლი მოდის იქიდან და ამიტომ არ გადამედება. არავის ვავალდებულებთ, რომ ხატებს ემთხვიონ. თუ ადამიანი იმის შიშით, რომ გადაედება, არ ემთხვევა, თუ შეუძლია ამის გაკეთება, ნუ გააკეთებს, მაგრამ ჩვენ ამაზე რეკომენდაციას ადამიანებს ვერ მივცემთ”,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან.

იხილეთ ვიდეო: მეუფე ნიკოლოზის განმარტებით ეკლესია ვერ გასცემს რეკომენდაციას, რომ ხატებს არ ემთხვიონ

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში