შსს ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მგზავრების შემოწმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას 24 საათის განმავლობაში ახდენენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, მესაზღვრეს აქვს წინასწარი ინფორმაცია ქვეყანაში შემომსვლელი მგზავრის გადაადგილების შესახებ, გარდა ამისა, მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე ადგილზეც ხდება მოქალაქის გადამოწმება და პირველადი რისკის განსაზღვრა. რისკის მატარებელი მგზავრის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხდება ადგილზე მყოფი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დამატებით, შესაბამის რეაგირებას ახდენენ.

ასევე აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შემომსვლელი მგზავრი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოფიციალურად განსაზღვრულ რისკ ჯგუფის ქვეყანაში, მისი მონაცემების გადაცემა სხვა დანაყოფებისთვის არ ხდება.

იხილეთ ვიდეო: შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა