სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიამ გაიმარჯვა

სლოვაკეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა „ჩვეულებრივი ხალხისა და დამოუკიდებელი პიროვნებების“ (OĽaNO) პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. თითქმის ყველა ბიულეტენის დათვლის შედეგად, აღნიშნულ პარტიას ხმების 25% აქვს. პარტიამ პოპულარობა განსაკუთრებით კორუფციის საწინააღმდეგო დღის წესრიგით მოიპოვა.

მმართველმა "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ" ხმების მხოლოდ 18% მიიღო.

დამარცხება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პეტერ პელეგრინიმ აღიარა. როგორც BBC წერს, არჩევნებმა საზოგადოების მკაფიო ნეგატიური განწყობის ფონზე ჩაიარა, რაც გამოწვეული იყო 2018 წელს გამომძიებელი ჟურნალისტის იან კუციაკისა და მისი საცოლის მკვლელობით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა