სამხრეთ კაროლინას შტატში გამართულ „დემოკრატების“ პრაიმერში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა

სამხრეთ კაროლინას შტატში გამართულ „დემოკრატების“ პრაიმერში აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. მან 48.8% მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა სენატორი ბერნი სანდერსი - 19.9%-ით, მესამე ადგილს კი მილიარდერი ტომ სტეიერი 11.3%-ით. ეს სტეიერისთვის საუკეთესო შედეგი იყო, თუმცა მან საარჩევნო კამპანიის დატოვების გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

“დემოკრატებს“ სჭირდებათ კანდიდატი, რომელიც „დემოკრატია“, მთელი ცხოვრება „დემოკრატია“, ამაყი „დემოკრატია“, ობამა-ბაიდენ „დემოკრატია“. ჩვენ გვაქვს ორი ვარიანტი : დიდი გამარჯვება, ან დიდი მარცხი“, - განაცხადა ბაიდენმა.

„დემოკრატების“ პრაიმერს "ტვიტერზე" აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა :

„ვულოცავ მძინარა ჯო ბაიდენს! „დემოკრატები“ მაგრად მუშაობენ, რომ გადარეული ბერნი სანდერსის სახელი და რეპუტაცია დაანგრიონ და მას ნომინაცია წაართვან“, - აღნიშნა ტრამპმა.

მანამდე, სენატორმა ბერნი სანდერსმა ნიუ-ჰემფშირისა და ნევადას შტატებში გაიმარჯვა. 3 მარტს კანდიდატები „სუპერ სამშაბათის“ პრაიმერში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, რომელიც ერთდროულად ქვეყნის 14 შტატში იმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო