დიმიტრი ხუნდაძე - კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში ჩართულია პარლამენტი, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ვირუსი არ გავრცელდეს

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში ჩართულია პარლამენტი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლობით, გვაქვს ყოველდღიური ინფორმაცია და ვფიქრობ, პანიკის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ვირუსი არ გავრცელდეს.

„გუშინდელი დღის შემდეგ, ვირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ ეტაპზე რჩება ინფიცირებული 3 პაციენტი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვითარება კონტროლირებადია. ყველა პასუხისმგებელი უწყების ხელმძღვანელი, საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში, პრემიერის ხელმძღვანელობით, ყოველდღიურად იკრიბება და ხდება ყველა სავარაუდო სცენარის განხილვა. პარლამენტი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლობით ჩართულია საბჭოს მუშაობაში. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური ინფორმაცია და ვფიქრობ, საპანიკო არაფერია, თუმცა მნიშვნელოვანია, სიფრთხილე და სიმშვიდე შევინარჩუნოთ. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება არ მოხდეს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ, რომლის კომენტარსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მორიგი სხდომა გამართა. არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით უწყებათაშორისი საბჭო მთავრობის მეთაურთან ინტენსიურ რეჟიმში იკრიბება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო