ბაქოში კორონავირუსზე ეჭვის საფუძველზე ექიმები ირანის ხუთ მოქალაქეს აკვირდებიან

ბაქოში, კორონავირუსზე ეჭვის საფუძველზე, ირანის ხუთი მოქალაქის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. ამის შესახებ „სპუტნიკ-აზერბაიჯანი“ იუწყება.

სააგენტოს მონაცემებით, ირანის მოქალაქეები სასტუმრო Holiday İnn Baku-ში ცხოვრობდნენ. ამჟამად კი, მათ მდგომარეობას ექიმები აკვირდებიან.

აზერბაიჯანის სამედიცინო ტერიტორიული ქვედანაყოფების სამმართველოების გაერთიანებაში სააგენტოსთან საუბარში დააზუსტეს, რომ ირანის აღნიშნული მოქალაქეები ბაქოს ნომერ პირველ კლინიკური ცენტრში არიან მოთავსებული.

ცნობილია, რომ აზერბაიჯანში კორონავირუსის სამი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან ერთ-ერთი დაინფიცირებული რუსეთის მოქალაქეა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს