ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული დამატებითი პრევენციული ღონისძიებების შესახებ განმარტებები გაკეთდა

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული დამატებითი პრევენციული ღონისძიებების შესახებ განმარტებები გააკეთა.

როგორც ამირან გოგიტიძემ აღნიშნა, გარდა დისტანციური თერმომეტრისა თერმოსკრინინგი სპეციალური, დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებებითაც მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, აეროპორტებში განთავსდა დამატებით საკარანტინო ზონები, რომლებიც კარვების ტიპის მოწყობილობებით გაიშალა.

„თქვენ იცით, რომ თბილისის აეროპორტში მიმდინარეობს თერმოსკრინინგი სპეციალური, დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით და არამხოლოდ დისტანციური თერმომეტრით. მინდა გითხრათ, რომ ამჟამად თბილისის აეროპორტში ხორციელდება მგზავრთა სრული ნაკადის თერმოსკრინინგი. ასევე ქვეყნის სხვა საერთაშორისო აეროპორტებში მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, რაც გულისხმობს დისტანციური ელექტროთერმომეტრების გამოყენებას. გამოვლენილი მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში ხდება მოქალაქეების გადამისამართება ადგილზე მობილიზებულ ეპიდემიოლოგებთან. ასეთი მოქალაქეების ტრანსპორტირება ხორციელდება სპეციალიზებული სამედიცინო ტრანსპორტით, რომლის პერსონალი სრულად არის აღჭურვილი შესაბამისი პერსონალური დაცვის საშუალებებით. ასევე სასწრაფო დახმარების ავტომობილებს და რისკის მქონე ზედაპირებსა თუ დაწესებულებებს უტარდება დადგენილი წესით სადეზინფექციო პროცედურები. აეროპორტებში განთავსდა დამატებით საკარანტინო ზონები, რომლებიც გაიშალა კარვების ტიპის მოწყობილობებით, დღეის მდგომარეობით საერთაშორისო აეროპორტებში ამის ხელმისაწვდომობა გაგვაჩნია“, - აღნიშნა ამირან გოგიტიძემ.

სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ინფექციურ დაწესებულებებში 41 ადამიანი იმყოფება და აქედან 3 შემთხვევა დადასტურებულია. ამასთან, საკარანტინო დაწესებულებებში დღეის მდგომარეობით 117 ადამიანია მოთავსებული, ხოლო 85-მა ადამიანმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება, გაიარა კვლევები და მათ გარკვეულ რაოდენობას მიცემული აქვს თვითიზოლაციის რეკომენდაცია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა