ანკარაში რუსული სააგენტო „სპუტნიკის“ თურქეთის ბიუროს ჟურნალისტები და რედაქტორი დააკავეს

თურქეთში, რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ თურქეთის ბიუროს სამი ჟურნალისტი და ბიუროს მთავარი რედაქტორი მახირა ბოზტეპე დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

„სპუტნიკის“ მთავარი რედაქტორის მარგარიტა სიმონიანის ინფორმაციით, სააგენტოს თანამშრომლები შაბათს, გვიან ღამით დააკავეს. მათ ბრალად ედებათ სამშობლოს ღალატი მათი რუსულ მედიასაშუალებებთან თანამშრომლობის გამო.

თურქული მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტების დაკავების მიზეზი გახდა სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებული მასალა სათაურით: „მოპარული პროვინცია-რატომ გადასცა საფრანგეთმა თურქეთს ჰატაის ოლქი 80 წლის წინ“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ხელისუფლებას მიმართა, ჩაერიოს და გაარკვიოს ჟურნალისტების დაკავების საკითხი და უზრუნველყოს რუსეთის მედიის თანამშრომელთა უსაფრთხოება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სააგენტოს თანამშრომლებზე თავდასხმა და მათი დაკავება მათი უფლებების უხეში დარღვევაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო