მამუკა მდინარაძე - თუ ოპოზიციამ არ გამოიგონა რაიმე მიზეზი, რომელიც შეიძლება, უარის თქმის საფუძვლად გამოდგეს, სხვა შემთხვევაში შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება

თუ ოპოზიციამ არ გამოიგონა რაიმე მიზეზი, რომელიც შეიძლება უარის თქმის საფუძვლად გამოდგეს, სხვა შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საარჩევნო სისტემაზე საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდის მიერ დახვეწილი, სამართლიანი და პროპორციულთან მიახლოებული სისტემა არის მოფიქრებული.

„სხვა შემთხვევა, სხვა ფაქტი არ არსებობს გარდა იმისა, რომ შეთანხმება უნდა შედგეს იმდენად დახვეწილი, იმდენად პროპორციულთან მიახლოებული და სამართლიანი სისტემა იყო მოფიქრებული მმართველი გუნდის მიერ. მაქსიმალური თეორიული დრო არის 9 მარტი, სხვა შემთხვევაში უკვე თეორიულადაც ვეღარ ვასწრებთ შესაბამისი ცვლილებების მიღებას და თუ ისინი არ წამოვლენ ამაზე, მაშინ მოუწევთ განმარტება მისცენ საზოგადოებას, რატომ თქვეს უარი რამდენიმეგვარ დაზღვევის მექანიზმზე, რომელიც გამორიცხავდა მათ წუხილს. ერთპიროვნულად „ქართული ოცნება“ ცვლილებებს ვერ გაიტანს იმიტომ, რომ მას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს და მას სჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში, თუ ეს შეთანხმება ვერ შედგა და პარლამენტმა ცვლილება ვერ მოახდინა სწორედ მათ გამო, ამ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება არსებული მოდელით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ინფორმაციით, შემდეგი შეხვედრის გამართვის თარიღი და ასევე შეთანხმებისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი არის 9 მარტი და თუ 9 მარტამდე შეთანხმება არ შედგა, „ვერც პრაქტიკულად და ვერც თეორიულად, შეძლებენ კონსტიტუციაში მათი მოლაპარაკებების შედეგის ასახვას.“

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო