ეკატერინე ტიკარაძე - მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სამედიცინო პერსონალს, რომელიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სამედიცინო პერსონალს, რომელიც 24 საათის განმავლობაში ასრულებს თავის პროფესიულ მოვალეობას და ზრუნავს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სამივე პაციენტი, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ თავს კარგად გრძნობენ და მკურნალობას ექვემდებარებიან.

„დაკვირვების ქვეშ, საკარანტინო სივრცეებში, 100-ზე მეტი პირი არის მოთავსებული. ამავედროს ვმუშაობთ დამატებითი სივრცეების მოძიებაზე. მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთანაც. დღეის მდგომარეობით ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არის დამაკმაყოფილებელი. ამ ეტაპისთვის საქართველოში ეპიდემიის გავრცელების რისკი არის დაბალი, მოსახლეობას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო