ირაკლი კობახიძე - თუ  გამარჯვებული პარტია, 40%-ზე მეტს აიღებს, ჩნდება შესაძლებლობა, რომ  მთავრობა ერთპარტიულად ჩამოაყალიბოს - დარწმუნებული ვართ, ბევრად უფრო მაღალი შედეგი გვექნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის დღევანდელი შეხვედრის მთავარ თემას ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემასთან მიმდინარე მოლაპარაკებები შეადგენდა, რომლის დეტალებიც, მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს წარუდგინეს.

კობახიძის განცხადებით, მთავარი პრინციპი უცვლელი რჩება, რომლის მიხედვითაც პარტია, რომელიც 40%-ზე ნაკლებს დააგროვებს მთავრობას ერთპიროვნულად ვერ ჩამოაყალიბებს.

„დღეს შედგა შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში, შეხვედრას ხელმძღვანელობდა პარტიის თავჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი. გვქონდა საუბარი მიმდინარე საკითხებზე, რა თქმა უნდა მათავარი თემა იყო ის დისკუსია, რომელიც წარმოებს ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ჩვენ წარუდგინეთ ის პრინციპები და დეტალები, რომლებიც უკავშირდება ჩვენს მოდელს, რომელიც განიხილება შესაბამის ფორმატში და პრინციპები თქვენ იცით. დეტალებში ვერ შევდივართ სამწუხაროდ და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან გვაქვს შეთანხმება, არც ისინი შედიან საჯაროდ დეტალებში და არც ჩვენ, თუმცა პრინციპები რჩება უცვლელი. მთავარი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ პარტია, რომელიც აიღებს 40%-ს ან ნაკლებს ვერ ჩამოაყალიბებს მთავრობას ერთპარტიულად. ამისათვის მოდელში არის შემოთავაზებული კონკრეტული ელემენტი, რომელიც ამას არა მხოლოდ პრაქტიკულად, არამედ თეორიულადაც გამორიცხავს.

აქ საუბარია, თუ გამარჯვებული პარტია აიღებს 40%-ზე მეტს და ჩვენი მოდელის თანახმად ეს უნდა იყოს დაახლოებით 40,6 %. ამის ზევით უკვე ჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ პარტიამ ერთპარტიულად ჩამოაყალიბოს მთავრობა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამაზე ბევრად უფრო მაღალი შედეგი გვექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა