პოლიტიკურმა გაერთიანებამ ,,ლელო საქართველოსთვის’’ მთაწმინდის ოფისი გახსნა

დღეს პოლიტიკურმა გაერთიანებამ ,,ლელო საქართველოსთვის’’ მთაწმინდის ოფისი გახსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ლელო საქართველოსთვის“ პარტიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ადგილობრივი გუნდი და ოფისის ხელმძღვანელი ეკა დიასამიძე წარადგინა. ჯაფარიძემ ოფისის გახსნისას განაცხადა, რომ თბილისი უნდა გახდეს ერთ-ერთი ევროპული დედაქალაქი სამაგალითო კულტურული მემკვიდრეობით, თანამედროვე შენობებით და თბილისის მცხოვრებლებისთვის კომფორტული გარემოთი.

მან ხაზი გაუსვა, რომ ,,ლელო საქართველოსთვის’’ არის ახალი ძალა, რომლის ამოცანაა უიმედობის დაძლევა და სრულიად ახალი გარემოსა და მომავალის შექმნა თბილისელებისათვის და მთაწმინდაზე მცხოვრები ადამიანებისათვის.

,,ძალიან ბედნიერები ვართ, რომ დღეს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ რაიონში, მთაწმინდაზე იხსნება ,,ლელოს’’ ოფისი. ეს ოფისი უნდა გახდეს არა მხოლოდ ,,ლელოს’’ წევრების თავშეყრის ადგილი, არამედ, პირველ რიგში, მთაწმინდელების თავშეყრის ადგილი. ადგილი, სადაც მთაწმინდელები ისაუბრებენ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე, თუ როგორ მოვახერხოთ, რომ მთაწმინდის რაიონი, რომელმაც გაუძლო ამ ძალიან რთულ გარდამავალ პერიოდს, განვავითაროთ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ არსებული კულტურული მემკვიდრეობა, გავაუმჯობესოთ და შევქმნათ კომფორტული გარემო აქ მცხოვრები თბილისელებისთვის. მთაწმინდა არის ის მაგალითი, თუ როგორ ვითარდებოდა თბილისი, როგორც სამაგალითო ევროპული ქალაქი და სამწუხაროდ, მერე როგორ შეფერხდა ამ ადგილის განვითარება და დაიწყო ამ მონაპოვარის ნგრევა. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ თბილისმა გააგრძელოს განვითარება, როგორც ევროპულმა ქალაქმა. თბილისი უნდა გახდეს ერთ-ერთი ევროპული დედაქალაქი სამაგალითო კულტურული მემკვიდრეობით, თანამედროვე შენობებით და თბილისის მცხოვრებლებისთვის კომფორტული გარემოთი. ჩვენი ამოცანაა, რომ ,,ლელომ’’, როგორც ახალმა ძალამ, შეძლოს, გაუმკლავდეს ყველა ამ გამოწვევას, შეძლოს ახალი პერსპექტივის შექმნა ჩვენი მოსახლეობისათვის, ერთხელ და სამუდამოდ გადავლახოთ უიმედობა, შევქმნათ სრულიად ახალი გარემო, ახალი მომავალი თბილისელებისათვის და მთაწმინდაზე მცხოვრები ადამიანებისათვის’’, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ეკა დიასამიძის განცხადებით, კი ’’ლელო საქართველოსთვის’’ არის დემოკრატიული პლატფორმა და მისი კარი ღიაა ყველასთვის.

„მისი კარი ღიაა ადამიანებისთვის, რომლებსაც ამ ქვეყანაზე გული შესტკივათ, აქვთ იდეა, ინიციატივა და სურვილი, თუნდაც მცირეოდენი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში. ,,ლელოს’’ მთაწმინდის წარმომადგენლობაც სწორედ ამ პრინციპით იხელმძღვანელებს. ჩვენი კარი ღიაა თქვენთვის, მობრძანდით. აქ დაგხვდებიან მშრომელი ადამიანები. გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები და არსებული პრობლემების აღმოფხვრის გზებზეც აქედანვე ვიზრუნოთ’’ ,- განაცხადა ეკა დიასამიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა