ირაკლი კობახიძე - თუ საარჩევნო სისტემაში მაჟორიტარული კომპონენტი სათანადო მოცულობით არ იქნება წარმოდგენილი, გაგვიჭირდება მისი გატანა პარლამენტში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარტია „ქართული ოცნება“ დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ საარჩევნო სისტემაში მაჟორიტარული კომპონენტი საკმარისი მოცულობით არ იქნება წარმოდგენილი, პარლამენტში მისი გატანა გაუჭირდებათ.

კობახიძის თქმით, უმრავლესობის შეხვედრის ერთ-ერთ მიზეზს სწორედ უმრავლესობის წევრების, მაჯორიტარების ხმების მოპოვებას და მათ დარწმუნებას ემსახურებოდა.

„ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი იყო საუბარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან, სადაც, მათ შორის, მაჟორიტარები არიან წარმოდგენილი და ჩვენთვის ბუნებრივია, მნიშვნელოვანია არა მარტო ოპოზიციის ხმების მოპოვება ამ პროექტის გარშემო არამედ საპარლამენტო უმრავლესობის ხმების მოპოვებაც. აქედან გამომდინარე, თუ სათანადო მოცულობით არ იქნება წარმოდგენილი ამ სისტემაში მაჟორიტარული კომპონენტი, ჩვენ გაგვიჭირდება მისი გატანა პარლამენტში. ამიტომ, ნაცვლად პროპორციული ცვლილებისა, ჩვენ ვთავაზობთ ალტერნატიულ ვარიანტს, რომელიც ზუსტად ისეთივე ეფექტურია და უზრუნველყოფს ზუსტად იგივე შედეგის დადგომას, რასაც უზრუნველყოფდა, მაგალითად, ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული 120/30-ზე სისტემა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პარტიის ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც „ქართლი ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა