ირაკლი კობახიძე - პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება დაახლოებით ერთი კვირის ვადაში უნდა მოხდეს, რათა სესიის ბოლომდე მთელი პაკეტის მიღება შესაძლებელი გახდეს.

„იმისათვის, რომ ჩვენ სესიის ბოლომდე მოვასწროთ, მთელი პაკეტის მიღება, აქ იგულისხმება, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები, ასევე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც მხოლოდ შემდეგ შეიძლება დაინიცირდეს, რაც კონსტიტუციას გადავსინჯავთ- იმისათვის, რომ ეს იყოს უზრუნველყოფილი მაქსიმალური ინიცირების ვადა არის შემდეგი ოთხშაბათი, რაც ნიშნავს იმას, რომ მაქსიმუმ იქითა ორშაბათს უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ასევე, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

„ჩვენ ყველაფერზე გვაქვს რა თქმა უნდა, საუბარი, მაგრამ რაც შეეხება პოლიტპატიმრებს ისინი საქართველოში არ არსებობენ და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა