ჰუბერტ ქნირში - საკმაოდ ახლოს ვართ შეთანხმებასთან, ერთი პატარა ნაწილი აკლია

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას მცირე ნაწილი აკლია.

ელჩმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება მთაზე ასვლას შეადარა და იმედი გამოთქვა, რომ შედეგი რამდენიმე დღეში მიღწეული იქნება.

„უკვე სამი თვეა ვმუშაობთ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდეს. ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ შეთანხმებასთან, ერთი პატარა ნაწილი აკლია ამ შეთანხმების მიღწევას. დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, როდესაც მაღალ მთაზე ადის ჯგუფი და სამწუხარო იქნება, რომ როცა რამდენიმე მეტრია დარჩენილი, ჯგუფმა მთაზე ასვლა ვეღარ მოახერხოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ამ რამდენიმე დღეში შედეგს მივაღწევთ და ყველა მონაწილე მხარე გავიხარებთ, როგორც დღევანდელი ოლიმპიადის გამარჯვებულები“,-განაცხადა ელჩმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა