თბილისის საქალაქო სასამართლომ ბორჯომის მერს პატიმრობა შეუფარდა

ქრთამის აღების საქმეზე დაკავებულ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს ლევან ლიპარტიას და მასთან ერთად დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ გიორგი ულუმბელაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარე პროცესზე პირადი და სამსახურეობრივი კავშირების გათვალისწინებით, მოწმეებზე ზემოქმედების რისკზე მიუთითებდა და ბრლადებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ, პატიმრობის მოითხოვდა.

ლევან ლიპარტიას შემთხვევაში დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000 ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობა დააყენა.

როგორც სხდომაზე ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, არ არსებობს მტკიცებულება ნიკოლოზ მეტრეველის ჩვენების გარდა, რომ ლევან ლიპარტიამ თანხა აიღო.

მისთვის ასევე, გაუგებარია, რატომ მოხდა ბრალის წაყენება ამდენი თვის შემდეგ.

"ლევან ლიპარტიას ვედავებითო, 2019 წლის 9 აგვისტოს რომ ქრთამი აიღო. კი მაგრამ სად იყავით აქამდე?"- განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ იცნობს ვიდეო მტკიცებულებასაც და როგორც გაგი მოსიაშვილი ამბობს, იქ არ ჩანს რა გადასცეს ლიპარტიას - "ფული თუ ნუგა კანფეტები" .

"ფული გადასცა პიროვნებამ, პატარა ტკბილეული თუ რამე სხვა საგანი არ არის დადასტურებული, ჩვენ უნდა ვერწმუნოთ ვინმე მეტრეველს, რომელიც რამდენად მიუკერძოებელია, სახელმწიფო ბრალდებას ერთი მტკიცებულებაც არ აქვს მოპოვებული, იქნებ პირადი ინტერესი ან შურისძიება ამოძრავებს?"- აღნიშნა გაგი მოსიაშვილმა.

მოქალაქე ულუმბელაშვილის ადვოკატმა კი 5000 ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობა დააყენა. დაცვის მხარის პოზიციით, სანამ ლევან ლიპარტიას ბრალი დაუდასტურებელია, ულუმბელაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება უსაფუძვლო იქნება.

სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა ლევან ლიპარტიამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მზად არის შეზღუდვებს დაემორჩილოს.

"ორსული მეუღლე მყავს. მზად ვარ ყველანაირი შეზღუდვისთვის. ვიჯდები სახლში, ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, ბორჯომში არ ჩავალ. ისე ვიცხოვრე 39 წელი არაფერი დამიშავებია,"- განაცხადა ბორჯომის მერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოდულის შენობაში მას ერთ-ერთმა " ხელმძღვანელმა" ადამიანმა უთხრა, "შენი დაკავება ნაღდად არ მინდოდა ის გარეთ არ უნდა იყოს და შენ აქო".

შეგახსენებთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია ქრთამის აღების ფაქტზე, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გიორგი ულუმბელაშვილი დააკავეს.

სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარესაც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა