ჯანდაცვის სამინისტრო - აეროპორტებში დამატებით საკარანტინო სივრცეები მოეწყო

აეროპორტებში დამატებით საკარანტინო სივრცეები მოეწყო, - ამის შესახებ დღეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საერთაშორისო აეროპორტების მიმდებარე ტერიტორიებზე კარვების ტიპის საკარანტინო სივრცეების მოწყობა მგზავრთა დაყოვნების მიზნით განსაზღვრულ ლოკაციებს მიეკუთვნება.

იმ შემთხვევაში, თუ აეროპორტში მგზავრთა ჯგუფის ერთიანი იზოლაციის საჭიროება დადგა, ტერიტორიებზე მობილიზებულია სპეციალური კარვები, სადაც ადგილზე მყოფი ეპიდემიოლოგები მათთან ღრმა ინტერვიუირებასა და შესაბამისი ინფორმაციის აღრიცხვას სხვა მგზავრებისგან იზოლირებულ გარემოში მოახდენენ. საკარანტინო სივრცეებში ადამიანთა დაყოვნება მათ სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების განსაზღვრამდე მოხდება.

„შესაძლოა იყოს გზავრთა ჯგუფი, რომელიც მთლიანად საჭიროებდეს საკარანტინო ზონაში გადაყვანას. იმისათვის, რომ ჩვენ უფრო ეფექტურად შევძლოთ სხვა მგზავრებისგან იზოლირებულ გარემოში მათი გამოკითხვა, საკონტაქტო ინფორმაციების შეგროვება, მოგზაურობის ისტორიების აღრიცხვა თუ სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მათი დაყოვნება მოხდება საკარვო სივრცეებში“, - განმარტა ამირან გოგიტიძემ.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს ყველა სასაზღვრო პუნქტზე მგზავრთა სამედიცინო შემოწმება საგანგებო რეჟიმში გრძელდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს