ზურაბ ჭიაბერაშვილი ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შპს „ავერსი–ფარმამ“ ტერიტორია, სადაც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი ფუნქციობს, 2009 წლის დეკემბერში აუქციონზე 12 250 000 აშშ დოლარად შეიძინა. თვითონ ცენტრი, როგორც იურიდიული პირი, მას არ შეუძენია. აუქციონის ოქმის თანახმად, მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ ცენტრს ტერიტორიიდან ორი წლის ვადაში გადაიყვანდა , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, მისი თქმით, 2012 წლისთვის, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ეს ვალდებულება შეუსრულებელი იყო და დღემდე ასე რჩება.

„2016 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის №1738 განკარგულებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრს უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე 5000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.14.06.006.063).

2017 წლის 7 ივნისს, ცენტრის თანამშრომლების საჯარო პროტესტის შემდეგ სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა კვირიკაშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა სერგეენკომ პირობა დადეს, რომ “ცენტრის ახალი შენობის მშენებლობა სამი წლის ვადაში დასრულდება”. სერგეენკომ განაცხადა: “ამ ეტაპზე პროექტირება მიმდინარეობს.”

თუმცა პროექტირებაზე ტენდერი მხოლოდ 5 თვის შემდეგ გამოცხადდა“,-აცხადებს ჭიაბერაშვილი.

მისივე თქმით, 2017 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის #2497 განკარგულებით, „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტირებისა და მშენებლობისთვის“ საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა და პროექტირებისათვის 315,000 ლარი გამოიყო.

„2018 წლის ივლისში ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტირების და მშენებლობის ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეწყვიტა.

2019 წლის თებერვალში მუნიციპალური განვითარების ფონდმა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მხოლოდ პროექტირებაზე ახალი ტენდერი გამოაცხადა. პროექტი ითვალისწინებს ცენტრის მშენებლობას ლუბლიანას ქუჩა N21-ში.

2019 წლის ივნისში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტირებაზე გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია შპს ,,აპექს სტუდიო 1“-ია. კომპანია ვალდებულია, 6 თვეში წარმოადგინოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტი.

2019 წლის დეკემბერში მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი და პროექტის ხელმძღვანელი ჯაბა სირბილაძე commersant.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საავადმყოფოს პროექტირებაზე 900 000 ლარი დაიხარჯა, მშენებლობაზე კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მლნ ლარამდეა გამოყოფილი“,-აცხადებს ჭიაბერაშვილი.

მისი თქმით, გასარკვევია, მუნიციპალური განვითარების ფონდთან, დასრულდა თუ არა საპროექტო სამუშაოები და როდის გამოცხადდება ტენდერი მშენებლობაზე.

„შპს ,,აპექს სტუდიო 1“-სთან, დასრულდა თუ არა საპროექტო სამუშაოები; თბილისის მერიაში, შესულია თუ არა პროექტი დასამტკიცებლად და, რაც მთავარია, - ჯანდაცვის სამინისტროში, იციან თუ არა რამე ამის თაობაზე საერთოდ“,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო