ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული სამი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 19 პაციენტი რჩება. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ყველა პაციენტის, მათ შორის სამივე ინფიცირებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„დღეს ორ ეტაპად იქნა აღებული 14 პაციენტზე სისხლის ანალიზი. მათგან ყველას უარყოფითი პასუხი აქვთ. ამჟამად არის 19 პაციენტი. ისევ ველოდებით 8 პაციენტის პასუხს. ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ადგილები ჯერჯერობით გვაქვს. ასევე სამი ინფიცირებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. ამ წუთში 19 პაციენტია, მაგრამ შემოდინებაა. ყველა არის საქართველოს მოქალაქე. ძირითადად შემთხვევები არის იტალია, ირანიდან“,- განაცხადა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო