მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 3 053, გამოჯანმრთელებულთა კი - 45 130-ია

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 3 053, გამოჯანმრთელებულთა კი - 45 130-ია.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა ირანშია დაფიქსირებული, სადაც, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 54, დაინფიცირებულთა კი - 978-ია.

ჩინეთის შემდეგ დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა სამხრეთ კორეაშია დადასტურებული. ქვეყანაში ბოლო დღის განმავლობაში ვირუსის 476 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 212-ს მიაღწია.

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაშია დადასტურებული, სადაც ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 34, დაინფიცირებულთა კი -1 694-ია.

რაც შეეხება ვირუსის გავრცელების ეპიცენტრს, ჩინეთს, იქ ბოლო ერთი დღის განმავლობაში ვირუსით კიდევ 42 ადამიანი დაიღუპა და 202 დაინფიცირდა. საერთო ჯამში კი ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 912, დაინფიცირებულთა რიცხვი კი - 80 000-ია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო