ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული 19 პაციენტიდან 8-ს არანაირი ვირუსი არ დაუდგინდა

09.00 საათისთვის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 19 პაციენტია, რომელთა შორის 3-ს რამდენიმე დღის წინ ლუგარის ცენტრში კორონავირუსი დაუდგინდა. ამ დილას ლუგარის ცენტრიდან 8 პაციენტის პასუხი გახდა ცნობილი და ყველა უარყოფითია, მათ არც a და არც b ტიპის ვირუსი არ აქვთ, შესაბამისად, ინფექციურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციას არ ექვემდებარებიან და საკარანტინო ზონაში გადავლენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფექციური საავადმყოფოდან აცნობეს.

რაც შეეხება დანარჩენ 8 პაციენტს, რომლებიც ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან, მათ ლუგარის ცენტრი ტესტირებას დღეს დილითვე ჩაუტარებს და პასუხები დღის ბოლომდე იქნება ცნობილი. ყველა პაციენტი საქართველის მოქალაქეა და შემხებლობაში იყვნენ ირანთან და იტალიასთან.

იხილეთ ვიდეო: ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსთან დაკავშირებით უახლესს ინფორმაციას ასაჯაროებს

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო