ევროკავშირი იდლიბში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრას გამართავს

ევროკავშირი იდლიბში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრას გამართავს. საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, პროვინციაში არსებული ვითარება „სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას“.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მიგრანტებისთვის „კარის გახსნის“ საკითხსაც განიხილავენ.

შაბათს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მიგრანტებს ევროპისკენ „კარს გაუხსნიდა“. თურქული მედიის ინფორმაციით, ათიათასობით ლტოლვილი უკვე ევროკავშირის საზღვებთან იმყოფება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა