2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო. ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა.

რეგისტრაცია 30 მარტის 18:00 საათამდე გასტანს.

მონაწილეებს შეეძლებათ რეგისტრაცია ვებ გვერდზე online.naec.ge გაიარონ.

როგორც სოფიო გორგოძემ აღნიშნა, დღეიდან ხელმისაწვდომი იქნება აბიტურიენტების ცნობარი, სადაც ყველა საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ ინფორმაციაა მოცემული.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აბიტურიენტებს მოუწოდა რეგისტრაცია 29 მარტის ჩათვლით გაიარონ, რადგან გორგოძის თქმით, აბიტურიენტთა დიდი ნაწილი რეგისტრაციას ბოლო დღეს გადის, რის გამოც ზედმეტი პრობლემების თავიდან ასარიდებლად უმჯობესია აბიტურიენტი რეგისტრაციის ბოლო დღეს არ დაელოდოს.

მისივე განმარტებით, რეგისტრაცია რამდენიმე ეტაპიანი იქნება, თუმცა, როგორც გორგოძემ აღნიშნა თუ აბიტურიენტი პირველ ეტაპზე ვერ გაივლის რეგისტრაციას, ის გამოცდებს გამოეთიშება.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღეებს ონლაინ რეჟიმში გააგრძელებს.

რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეცპირობა. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 7 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ.

რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია იხილეთ ბმულზე

2020 წლის სიახლეებს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, ხშირად დასმულ კითხვებსა და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მონაწილეები აბიტურიენტთა ცნობარში გაეცნობიან.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

1. ცენტრის ვებგვერდიდან იხ. ბმული - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;

2. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;

3. ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

4. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

5. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

6. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

რეგისტრირებულმა აპლიკანტმა, რომელსაც სურს რეგისტრაციის გაუქმება, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განცხადებით უნდა მიმართოს.

იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტმა ასეთი განცხადებით ცენტრს 7 მაისის 18:00 საათამდე მიმართა, მას თანხა უკან დაუბრუნდება. რეგიონებში განცხადება მიიღება საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;თუ სხვა პირია - კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი.ინფორმაცია თანხის დაბრუნების თაობაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

2020 წლის ყველა საგამოცდო სიახლე იხილეთ ბმულზე

იხილეთ ვიდეო: 2020 - 2021 სასწავლო წლებისთვის აბიტურიენტთან რეგისტრაციის პროცესი გამოცხადდა

ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტურია
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)