„თბილსერვის ჯგუფმა“ მიწისქვეშა გადასასვლელებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა

"თბილსერვის ჯგუფმა“, დედაქალაქის მერის დავალებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, პროფილაქტიკის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სამუშაოები, კომპანიის მოვლა-პატრონობაში არსებულ 54 მიწისქვეშა გადასასვლელში, ანტისეპტიკური ხსნარებით შესრულდა.

„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, საჭიროებისამებრ, მიწისქვეშა გადასასვლელების დეზინფიცირება მომდევნო დღეებშიც განხორციელდება.

ცნობისთვის, კორონავირუსთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის დავალებით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი. დეზინფიცირება ასევე უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს.

იხილეთ ვიდეო: "თბილსერვის ჯგუფმა" მიწისქვეშა გადასასვლელებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს