კორონავირუსთან დაკავშირებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო ზონა შეიქმნა

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო ზონა შეიქმნა. ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პაციენტები რეფერალური მომსახურებით გადანაწილდნენ სხვადასხვა კლინიკაში, სამხედრო ჰოსპიტალში კი, საკარანტინო ზონა მოეწყო და ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, პაციენტები მიიღონ.

სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტების ნაწილის რეფერირება გორში, კლინიკა „გორმედში“ განხორციელდა. „გორმედის“ ქსელის დირექტორი ვასილ ჭეიშვილი აცხადებს, რომ შექმნილია სტრატეგიის მართვის კომიტეტი, შემუშავებულია კონკრეტული სქემები და ყველა ექიმი მოქმედებს შესაბამისი რეკომენდაციებით.

„გორმედის“ ქსელის ყველა კლინიკა უზრუნველყოფილია შესაბამისი სამკურნალო საშუალებებით, აპარატურული მხარდაჭერით და ადამიანური რესურსით, რომ კვალიფიციურად მოხდეს პაციენტების მართვა. შექმნილია სტრატეგიის მართვის კომიტეტიც და შემუშავებული გვაქვს სქემები იმ შემთხვევისთვის, თუ, ვთქვათ, თვითდინებით შემოვა ვირუსულ ინფექციაზე საეჭვო პაციენტი. ამ დროისთვის პაციენტების განსაკუთრებული მომართვიანობა არ ფიქსირდება. მუშაობას ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში. სტაციონარში მოთავსებული პირების ახლობლებისთვის განსაზღვრულია მონახულების გარკვეული საათები. დარეგულირებულია საკვების და პირადი ნივთების მიწოდების საკითხიც“, - განაცხადა „გორმედის“ ქსელის ხელმძღვანელმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა