კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ცნობირების ამაღლება, ვინაიდან პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ადგილობრივი თემებისა და დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობათა გაძლიერება ბუნებრივი კატასტროფების მიმართ.

შეხვედრა საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში გაიმართა. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების მიზნით ქვეყანაში დაგეგმილია ეროვნულ დონეზე მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება.

შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის დირექტორმა გახსნა, რომელმაც პროექტის მიზნებზე და ადგილობრივი თემების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით.

„საინფორმაციო შეხვედრები ბუნებრივი კატასტროფების მიმართ მოწყვლად ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტების, ადგილობრივი არასამთავრობო, თემზე დაფუძნებული ორგანიზაციების, მედიის და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ასევე მოსწავლეები და სტუდენტები. პროექტი 2019 წელს დაიწყო და 7 წლის განმავლობაში განხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს