არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლებისგან სამართლიანი შეთავაზებებია გაკეთებული - ოპოზიციის ერთი ნაწილის მხრიდან კონსტრუქციულ დამოკიდებულებას ვხედავთ

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული საარჩევნო სისტემის მოდელი უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა პარტია არჩევნებში იმდენ მხარდაჭერას მიიღებს, რამდენსაც იმსახურებს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ ოპოზიციას შეთანხმება რეალურად სურს, ამისთვის მოლაპარაკების მაგიდაზე ყველა ძირითადი პირობა დევს და კონსენსუსი შესაძლებელია.

თალაკვაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია მოლაპარაკებას ჩაშლის, მას საზოგადოებისა და პარტნიორებისთვის განმარტებების მიცემა მოუწევს.

„ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულია სამართლიანი შეთავაზებები და გადადგმულია ნაბიჯები. ოპოზიციის ერთი ნაწილის მხრიდანაც ვხედავთ კონსტრუქციულ დამოკიდებულებას და ამას მივესალმებით. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ოპოზიციას რეალურად სურს დემოკრატიული არჩევნები, მაშინ დღეს მოლაპარაკების მაგიდაზე დევს ყველა ის ძირითადი პირობა, რაზეც შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია. ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ჩაშლის მოლაპარაკებას და არ დაეთანხმება იმ პირობებს, რომელიც ბევრად უკეთესია, ვიდრე დღეს არსებული სტატუს-კვო, რაც კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში წერია, ოპოზიციას მოუწევს საზოგადოებისა და პარტნიორებისთვის იმის ახსნა, რატომ ჩაშალა მოლაპარაკებები. ჩვენ აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროპის საბჭოსთან ერთად, მხარს ვუჭერთ დიალოგის წარმატებით დასრულებას და მზად ვართ, ბოლომდე მივიყვანოთ ეს პროცესი. დღეს არსებული შეთავაზებით მომგები პარტიები ნამდვილად მოიგებენ და ის ვინც წააგებს, ნამდვილად, ობიექტურად წააგებს. ეს სისტემა უზრუნველყოფს, რომ ყველა იმდენ მხარდაჭერას მიიღებს, რამდენსაც რეალურად იმსახურებს,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს