იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი - ძალიან შორს ვართ ეპიდემიისგან

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ს პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული 31 წლის ქალის შვილს A ტიპის ვირუსი დაუდგინდა და მკურნალობს, როგორც გრიპის ვირუსით დაავადებული პაციენტი.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი არ ჰყავთ.

“ამ ეტაპზე, იაშვილის კლინიკაში რჩება ერთი პაციენტი, რომელსაც არ დაუდგინდა კორონავირუსი. დაფიქსირდა A ტიპის ვირუსი. ეს პაციენტი ახლა წევს და იღებს მკურნალობას როგორც გრიპის ვირუსით დაავადებული ბავშვი. რჩება ჯერჯერობით იაშვილის კლინიკაში”, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ექიმის განცხადებით, კლინიკა სრულად ითვალისწინებს არსებულ რეკომენდაციებს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით.

“რაც შეეხება მზაობას, მას შემდეგ, რაც პირველი შემთხვევა გამოვლინდა, მივიღეთ კონკრეტული რეკომენდაციები. ვმუშაობთ ორი მიმართულებით. ერთია პერსონალის ტრენინგი, რაც ძირითადად მოიცავდა, თუ როგორ უნდა გამოავლინოს პერსონალმა საეჭვო შემთხვევები და როგორ მოიქცეს ამ შემთხვევაში. გარდა ამისა, გვქონდა კონკრეტული რეკომენდაცია ექიმების ეკიპირებაზე, რომლებიც კონტაქტში შედიან ასეთ პაციენტებთან. პერსონალი, რომელიც კონტაქტში შედის პაციენტებთან, არის მაქსიმალურად ეკიპირებული. მაშინვე, როგორც კი საეჭვო შემთხვევა იქნება, გვაქვს რეკომენდაცია, დავუკავშირდეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ვიმოქმედოთ სიტუაციის შესაბამისად.

მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან შორს ვართ ეპიდემიისგან, კორონავირუსის შემთხვევაში ჩვენ გვყავს სამი პაციენტი სამნახევარ მილიონიან მოსახლეობაზე. ასე რომ, ლაპარაკი არა მარტო ეპიდემიაზე, არამედ შემთხვევების გახშირებულ რაოდენობაზეც კი არ არის, იმდენად მცირეა ეს რიცხვი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

იხილეთ ვიდეო: იაშვილის კლინიკის დირექტორი არ გამორიცხავს, რომ მარტში რესპირაციული ვირუსების მცირე მატება აღინიშნოს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა