თამარ ჩუგოშვილი - ზოგჯერ მრჩება განცდა, რომ  მეგობარი ქვეყნები უფრო მონდომებულები არიან შეთანხმება მოხდეს, ვიდრე ჩვენი პოლიტიკური ძალები

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, საქართველოს მეგობარი ქვეყნები უფრო მონდომებულები არიან, რომ მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მოხდეს, ვიდრე ქვეყნის პოლიტიკური ძალები. შესაბამისი განცხადება ჩუგოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა Newsroom-ში გააკეთა.

„ჩვენი მეგობრების, ელჩების მეშვეობით, რამდენიმე არაოფიციალური შეხვედრა გაიმართა და ამან სიტუაციის მოთელვის შესაძლებლობა მოგვცა, თუმცა ჩვენი მეგობარი ქვეყნები უფრო მონდომებულები არიან, რომ რეალურად შეთანხმება მოხდეს და საქართველომ უკიდურესი პოლიტიკური დაძაბულობით და კრიზისით კი არ ჩაატაროს არჩევნები, არამედ ჩაატაროს მშვიდ, წყნარ ვითარებაში. ზოგჯერ ისინი უფრო მონდომებულები არიან ხოლმე, ვიდრე ჩვენი პოლიტიკური ძალები, ზოგჯერ ასეთი განცდა მრჩება“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას ხელს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ირგვლივ განვითარებული მოვლენები უშლის. ჩუგოშვილის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღეს გაჟღერებული ვარიანტები ბევრად უკეთესია, ვიდრე ის სისტემა, რომელიც არსებობს.

„ეს ვერსიები არის უკეთესი, ვიდრე დღეს რაც გვაქვს. თუ ვერაფერი შეიცვალა, თუ არანაირი ცვლილება არ შევიდა, რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს, ის არის ყველაზე ცუდი ვარიანტი. ეს რაღაცები, რაზეც ახლა მიდის მსჯელობა „ოცნების“ ან ოპოზიციის მხრიდან, ყველა არის ბევრად უკეთესი ვარიანტი, ვიდრე დღეს რაც გვაქვს... მე რთულად მიმაჩნია ამ შეთახნმების მიღწევა. კარგი იქნება, თუ შეთანხმდებიან, მაგრამ მაინც უფრო ვხედავ მოძრაობებს და არგუმენტებს, რატომ არ უნდა შევთანხმდეთ, ვიდრე მცდელობას იმისა, რომ შევთანხმდეთ... კარგი იქნება თუ ხელისუფლება დათმობაზე წავა, რადგან ეს კრიზისი ხელისუფლებამ გამოიწვია, სხვას არავის გამოუწვევია“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს